acheter cialis
 568-01-00-00
   globaluriteqnologiebi@mail.ru
   www.tsereteli117.ge

 

ჩვენს შესახებ

ბიზნეს ცენტრი “გლობალური ტექნოლოგიები” მდებარეობს ქ.თბილისის ცენტრალური რაიონის დასავლეთ ნაწილში, იურიდიული მისამართი: აკ. წერეთლის გამზირი #117.

ბიზნეს ცენტრი განთავსებულია 23312 კვ/მ მიწის ნაკვეთზე. მის საკუთრებაშია შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 28263 კვ.მ. მათ შორის საოფისე ფართი შეადგენს 5508 კვ.მ, სამაღაზიე ფართი 3752კვ.მ და სასაწყობე და საწარმოო ფართები შეადგენს 19003კვ.მ.

ბიზნეს ცენტრი შედგება სამი ძირითადი კორპუსისგან.

კორპუსი #1 - ადმინისტრაციული შენობაა, რომლის საერთო ფართი შეადგენს 4016 კვ.მ. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ხუთი სავაჭრო სამაღაზიე ფართი. თითოეულის ფართობი შეადგენს 110 კვ.მ, სადაც განთავსებულია ბიზნეს ცენტრის ძირითადი კომპანიონი საწარმოები: სს “თიბისი ბანკი” რომელსაც დაკავებული აქვს 800 კვ.მ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბი.აი.ჯი”, ს.ს “სილქნეტი”, შ.პ.ს. "ინტერტექნიქსი’’, შ.პ.ს "გიკა” და შ.პ.ს. "ჯეოარ პლიუსი”.

კორპუსის II-III-IV სართულებზე განთავსებულია კონდიციცირებით უზრუნველყოფილი გარემონტებული საოფისე ფართები, რომლის ძირითადი მომხმარებელია ს/ს "ბანკი კონსტანტა” გამოყენებული ფართი 700 კვმ, სამშენებლო კომპანია "CASA  GROUP", სადისტრიბუციო კომპანია "დიპლომატჰოლდინგი”, "ცენტურიონი” , სადისტრიბუციო კომპანია "მასტერ თრეიდი” და კომპანია "სუფთა სამყარო”.

კორპუსი #2 - წარმოადგენს სამ სართულიან შენობას, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია შვიდი სამაღაზიე ფართი, მათ შორისაა სს მიკროსაფინანსო ბანკი "კრისტალი”, შპს "სტაილი". კორპუსის პირველ მეორე სართულებზე 1200მ/2 ფართი დაკავებული აქვს ს.ს “ბანკ კონსტანტას”, მესამე სართული კი მთლიანად დაკავებული აქვს კერძო უნივერსიტეტს.

კორპუსი #3 - წარმოადგენს ოთხ სართულიან შენობას, რომელსაც მიშენებული აქვს ექვს სართულიანი კორპუსი, სადაც ძირითადად განთავსებულია საწარმო და სასაწყობე ფართები.

გარდა ზემოაღნიშნულისა ბიზნეს ცენტრის შიდა ტერიტორიაზე განთავსებულია ერთსართულიანი შენობები სასაწყობე მეურნეობისთვის და წერეთლის გამზირზე განლაგებული 15 სავაჭრო სამაღაზიე ქსელი, რომელთა ფართები მერყეობს 95 კვმ-დან 110 კვმ-დე.

ბიზნეს ცენტრის შიდა ტერიტორია მოიცავს აგრეთვე ავტოსადგომს 300 ავტომანქანაზე და პავილიონს ავტო-სარემონტო სამუშაოებისთვის.

სავაჭრო რიგი წერეთელზე

ფართი: 70 კვ/მ-დან 110კვ/მ-მდე.
ფასი: 
17 ლარიდან.

საოფისე ფართები

ფართი: 6000კვ/მ.
ფასი: 
12 ლარიდან.

სასაწყობო ფართი

ფართი: 12000კვ/მ.
ფასი:
5 ლარიდან.

განხორციელებული პროექტები

ფართი: 11000კვ/მ.
ფასი:
1350 ლარიდან.